პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სასწრაფოდ არის განგაში ასატეხი

ისლამური ხალიფატის მორიგი მუქარა ე.წ. ჯვაროსნების წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, საკმაოდ მრავლისმთქმელი და შემცველი იყო. საქართველოს ხელისუფლება ამაზეც დუმს, თუმცა პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სასწრაფოდ არის განგაში ასატეხი, რადგან ამ მუქარას დიდი ალბათობით, მალე მოქმედებები მოჰყვება.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი:

_ ეს განცხადება წამოვიდა ისლამური ხალიფატის მაღალი პოლიტიკური წრეებისგან . იგი გააკეთა ხალიფატის პრესსპიკერმა, რომელიც ამავე დროს არის საინფორმაციო სამსახურის მინისტრი_ შეიხ მუხამედ ალ ადნანმა. ისინი განცხადებებს 2-3 თვეში ერთხელ აკეთებენ, სადაც ძირითადად გამოხატულია ხალიფატის ხელმძღვანელობის ხედვები გეოპოლიტიკური კუთხით, მათი მიდგომები.

საელჩოების წარმომადგენლებისთვის ცნობილი დროულად რომ გამხდარიყო მათი აზრი, განცხადება გაკეთდა ინგლისურ ენაზე:

Sheikh Muhhamad Al-Adnani [12:32:50 AM] helen.magradze: „O Crusaders, if you are betting on Salahuddīn, hoping for Mosul, dreaming of Sinjār, al-Hawl, Tikrīt, or al-Hawījah, or dreaming of Mayādīn, Jarābulus, al-Karmah, Tal Abyad, al-Qā’im, or Darnah, or dreaming of capturing a forest in the jungles of Nigeria or capturing nests of wild plants in the desert of Sinai, then know that we want Paris – by Allah’s permission – before Rome and before Spain, after we blacken your lives and destroy the White House, the Big Ben, and the Eifel Tower, by Allah’s permission, just as we destroyed the palace of Chosroes before. We want Kabul, Karachi, the Caucasus, Qom, Riyadh, and Tehran. We want Baghdad, Damascus, Jerusalem, Cairo, Sanaa, Doha, Abu Dhabi, and Amman. The Muslims will return to mastership and leadership in every place. Here is Dābiq, Ghouta, and Jerusalem. There is Rome. We will enter it and this is not a lie. It is the promise of the truthful and trustworthy (blessings and peace be upon him)“

მასში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი ნაწილი, სადაც წერია: თქვენ, ჯვაროსნებო, თუ გინდათ დაამარცხოთ სალახუდინი, რომელიც გამოხატავს სურვილს, დაიკავოს ერაყის რამდენიმე ქალაქი (ჩამოთვლილია ქალაქები), თუ გინდათ ნიგერიის ჯუნგლებში მიაღწიოთ წარმატებას, სინაის ნახევარკუნძულზე გაანადგუროთ ჩვენი ქსელები, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი მხრივ, ალაჰის ნებართვით გვინდა პარიზი, რომზე და ესპანეთზეც აუცილებლად მიდგება ჯერი. აქ მცხოვრებ ადამიანებს დაუბნელდებათ სოცოცხლე. გავანადგურებთ ბიგბენს, თეთრ სახლს და ეიფელის კოშკს. ჩვენ ასევე გვინდა ქაბული, ყარაჩი, თეირანი, დამასკო, ბაღდათი, იერუსალიმი, კაირო, ტოფა, აბუდაბი, ამანი და მთლიანი კავკასიაო. მათ დააფიქსირეს ის გეიპოლიტიკური სივრცეები, სადაც მათი ქმედებები განხორციელდება როგორც ჩანს უახლოეს პერიოდში. ამას წინ უსწრებს ისიც, რომ ტუნისში მოხდა სერიოზული ტერორისტული თავდასხმა, სადაც დაიღუპა 22 მშვიდობიანი მოქალაქე.

ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ისლამისტური ხალიფატის შემადგენელი ნაწილებია, მძევლად აიყვანეს ტურისტთა დიდი ჯგუფი. ტუნისის სპეცსამსახურებმა განახორციელეს სპეცოპერაცია და ამ დროს ეს 22 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ასევე მოხდა შვედეთში, სადაც 2 ადამიანი არის დაღუპული, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს არის ტერაქტის კვალიფიკაცია და ერაყში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

_ რადგან ამ განცხადებაში კავკასიაც დაფიქსირდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ რა გველის?

_ მათ ქალაქები ჩამოთვალეს, თუმცა მთელ კავკასიაზეც აქვთ საუბარი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა ატეხეს პანიკური განცხადებები , ჩვენთან კი რეაგირება არავის გაუკეთებია. მათ თქვეს, რომ ჩრდილო კავკასიას ელის რეალური საფრთხე. როგორც ჩანს დაგეგმილია, რომ ხალიფატმა თავის სამოქმედო არეალი გააგრძელოს კავკასიის მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა სირიაში როგორც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ანალოგიური მოხდება კავკასიის რეგიორში. ისლამური ხალიფატის მიმართ საერთო მხარდაჭერა გამოაცხადა და ფიცი დადო ჩრდილო კავკასიაში მოქმედმა ისლამისტური იატაკქვეშეთის ორგანიზაციათა ანუ ამირების 70-მა პროცენტმა . ეს იმას ნიშნავს, რომ ისლამურ ხალიფატს ჩრდილოკავკასიაში აქვს დასაყრდენი ძალა. ისინი მხოლოდ ბრძანებას ელიან შესაბამისი გააქტიურება რომ დაიწყონ.

_ დასაყრდენი ძალები საქართველოში ჰყავთ ? ვინ არიან ისინი _ პოლიტიკური ძალები, კრიმინალები, თუ კიდევ სხვა ვინმე?

_ ჩვენ უკვე გვყავს თამაზ ჭიღალაიძე , რომელმაც პირდაპირი მუქარა გააკეთა საქართველოს მიმართულებით. ჩატაევმაც გააკეთა ცნობილი მიმართვა სირიაში და თავის მომხრეებს მიუთითა, რომ გადავიდნენ ისლამისტური ხალიფატის დაქვემდებარებაში. ახმედ ჩატაევს რა კავშირიც ჰქონდა ლოპოტის ოპერაციასთან, ყველამ იცის. საქართველოდან ის გადავიდა ავსტრიაში და უკვე სირიაშია. რა ჯგუფები ჰყავს მას, ამის თქმა რთულია. მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ეს მედიაში სასაუბრო თემა არ არის და ვერ გავაჟღერებ.

_ სათანადო უწყებებმა იციან?

_ არ ვიცი მათ რა იციან, მაგრამ ვიცი, რომ აფხაზეთში მოქმედებს ისლამური ხალიფატის მომხრე ჯამაატი, რომელიც სავადაუდოდ, 50 ადამიანისგან შედგება. აზერბაიჯანში ვაჰაბიტური, იატაკქვეშეთში მოქმედი ჯგუფები ახლოს დგანან ისლამური ხალიფატის იდეოლოგიასთან. ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გაამკაცროს კანონი ასეთი ჯგუფების, პიროვნებების მიმართ, ეს არის პირველი რეაქცია სიტუაციიც წინააღმდეგ. შემდეგი ღონისძიებები კი, სამართალდამცავების გასაკეთებელია და აქ ვერ დავიწყებ მათ სწავლა-განათლებას. ფაქტი ის არის, რომ ამ განცხადებას უნდა მოყვეს სწრაფი რეაგირება, რათა არ მოხდეს ის, რაც მიმართვის ტექსტშია მონათხრობი.

postalioni.com

Leave A Reply

Your email address will not be published.