პოლიტპატიმრები აქციებით იმუქრებიან

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა პარლამენტს განცხადებით მიმართეს. ისინი კანონში ცვლილებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მათი საქმეების გადახედვა და განაჩენის ხელახლა გამოტანა.

წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებული ადამიანები აქციებით იმუქრებიან.

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, მიჩნევს, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლება და პარლამენტია. კაკაბაძე მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.