პოლიტპატიმრები: ელისაშვილმა ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა და ბოდიში უნდა მოიხადოს!

ყოფილი პოლიტპატიმრები თბილისის საკრებულოს დეპუტატისგან ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის შეურაცხმყოფელია სლისაშვილის განცხადება, რომ პოლიტპატიმრების სია ანგარებით არის შედგენილი. პოლიტპატიმრებმა შოთა იამანიძემ, დავით მეფარიშვილმა და ივიკო გაჩეჩილაძემ საჯაროდ მიმართეს დეპუტატს და მოსთხოვეს ყველა სიტყვაზე მორალური პასუხისმგებლობა აიღოს.

„ ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების სია ანგარებით არის შედგენილი. ამასთან ერთად, არგუმენტები არ იყო მოყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა. ახალგაზრდა, ფიცხი პოლიტიკოსია ბატონი ალეკო. ვაფიქსირებ, რომ პატივისცემას იმსახურებს, ღირსეული გზა აქვს გავლილი და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შენიშვნა მივცეთ. მიგვაჩნია, რომ მას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა განმარტება თავის განცხადებასთან დაკავშირებით. მან უნდა დააკონკრეტოს, ვისზე საუბრობდა, ვინ არიან ის თანამდებობის პირები, რომლებიც ანგარებით ცდილობდნენ პატიმრებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას. მოვითხოვთ, რომ ასე ნაჩქარევად და დაუზუსტებლად აღარ გააკეთოს განცხადებები. ალეკო ელისაშვილმა თავის განცხადებაზე მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ის შეეხო სრულიად პოლიტპატიმრებს და არა ვინმე კონკრეტულ პირს. მან თავისი განცხადებით ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა. ელისაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს – განაცხადეს პოლიტპატიმრებმა

Comments
Loading...