პოლიციამ ჯორჯიის შტატში, სასტუმროში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლა

ტელეკომპანია „NBC“-ის ცნობით, პოლიციამ ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მძევლად აყვანილი ქალი და 11 მცირეწლოვანი ბავშვი გაათავისუფლა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციამ მძევლების გათავისუფლება მას შემდეგ შეძლო, რაც ბოროტმოქმედმა კისრის არეში ჭრილობა ცივი იარაღით მიიყენა. ბოროტმოქმედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძევლები არ დაშავებულან.

მედიასაშუალების ცნობით, ქალისა და ბავშვების მძევლად აყვანის მიზეზი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კამათი გახდა.

პოლიციის ინფორმაციით, ქალმა პოლიციაში ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დარეკა.

Comments
Loading...