პოლიციამ პოლიეთილენში გახვეული ახალშობილი იპოვა ქუთაისში

ქუთაისში, სააპტრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“პირველი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

Comments
Loading...