ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის – ხანდოს ხეობაში ვითარება დაძაბულია

კვლავ დაძაბული ვითარება ხანდოს ხეობაში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

რუსთავი2-ის ინფომციით, ადგილობრივები გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები მათ საფრთხეს უქმნის. საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ადგილზე დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

აქციამ ფასანაურში, ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლა და ადგილობრივი მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზა. ამგვარი პროტესტი ცოტა ხნის წინ მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა  სპეცტექნიკის გაყვანის ნებართვა არ მისცა ადგილობრივებას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მოქალაქეს. სწორედ ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტერიტორიაზე, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და ადგილობრივებმა ცენტრალურ მონაკვეთზე გადაინაცვლეს.

დაძაბულობა ამ დროისთვისაც არის. პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, რომ გაათავისუფლონ მოძრაობა. ადგილზე რჩებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

Comments
Loading...