პოლიციელებთან დაპირისპირების გამო თელავში 6 პირი დააკავეს

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

ინციდენტი კაფე “შუა ქალაქში” დაიწყო და გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც ე.წ. პნევმატური იარაღიდან გასროლა მოხდა.
დამსხვრეულია შენობის ფანჯრები, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი სახის არეში მცირე დაზიანება მიიღო.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე 6 ახალგაზრდა თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
მომხდარზე საქმე ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აღიძრა.

Comments
Loading...