პოლიციელი, რომელმაც გუშინ დაკავებულს “იარაღი ჩაუდო” (ვიდეო)

გაზეთ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ფოტოს ავრცელებს, სადაც გუშინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის სახლში ამოღეღებული იარაღია გადაღებული. ჟურნალისტი ასევე ავრცელებს სამართალდამცველის ფოტოს, რომელმაც მისი ინფომრაციით, ნიშნიანიძეს იარაღი ჩაუდო. “მეგობრებო ,დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძისთვის ჩადებული იარაღის ფოტო და პოლიციელი რომელმაც მას იარაღი ჩაუდო,”-წერს კილაძე. გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა სადაც ნოდარ ნიშნიანიძე საუბრობს ამკრძალავ ორდერზე, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავებს მის სახლში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. “ყურადღებით მოუსმინეთ აუდიო ჩანაწერს-რა საზღვარის,რის ქვეყნის დატოვება და ვის ურჩევნია რომ ნიშნიანიძე ორი თვე იჯდეს? შსს ალოო?! მღებრიშვილს ვინ ასწავლა ჩადებები თამაზაშვილმა ?!,”-წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე.

წყარო: თაიმსნიუსი

Comments
Loading...