პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცინცაძის ქუჩაზე პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების დაკავება შემთხვევიდან რამდენიმე საათში მოხდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების დეტალების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

თბილისში, პოლიციელი გვიან ღამით, ცინცაძის ქუცაზე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Leave A Reply

Your email address will not be published.