პოლიციელის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბორჯომში, 35 წლის პოლიციელის თვითმკვლელობის შესახებ ,,ინტერპრესნიუსი” ახალ დეტალებს ავრცელებს.

მეზობლების ცნობით, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა ვალებს უკავშირდება.

ადგილობრივები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ პოლიციელი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში პოლიციელის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.