პოლიციელმა ბორჯომში თავი მოიკლა

პოლიციელმა თავი მოიკლა დღეს ბორჯომში. აღნიშნული ფაქტი “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების
 აღკვეთით ვადით 2-4 წლამდე. 
ჯერჯერობით არ სახელდება რა გახდა პოლიციელი კაცის თვითმკვლელობის მიზეზი.

Leave A Reply

Your email address will not be published.