პოლიციის უფროსი პირუტყვს დაეჯახა, პატრულმა მეპატრონე დააჯარიმა

ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა დოლიძე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მსუბუქი ავტომანქანით დაეჯახა, ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟმა კი საქონლის მეპატრონე დააჯარიმა, ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა ამ დღეებში, ჩოხატაურის მუნიციპალური გამგეობის წინ მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირუტყვის მეპატრონე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127 მუხლის მესამე ნაწილით დაჯარიმდა, რაც საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...