საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პოლონეთის მხარდაჭერა დაადასტურა.
გიორგი კვირიკაშვილმა და მარიუშ მაშკიევიჩმა ორ ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის როლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ პოლონეთს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია.
პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას