პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთში, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იტყობინება.
პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ვოიცეხ გერმელინსკის განცხადებით, გაიმარჯვა ლეხ კაჩინსკის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის პარტია “სამართალმა და სამართლიანობამ”, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 37,6%-მა დაუჭირა მხარი.
ლიბერალურ-კონსერვატიულმა “სამოქალაქო პლატფორმამ”, რომელიც პოლონეთს ბოლო 8 წლის განმავლობაში მართავდა, მხოლოდ 24% მიიღო.
პარლამენტში მოხვდნენ მოძრაობა “კუკიზი”, ლიბერალური პარტია “თანამედროვე” და “პოლონეთის გლეხთა პარტია”.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვებული პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და პოლონეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე შეძლებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.