„პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი – ფასიანი გახდეს“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი ფასიანი გახდეს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც აღნიშნულ კანონმდებლობაზე იმუშავებს.ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბავშვები საკმაოდ ინტენსიურად მოიხმარენ ინტერნეტს და უნდა დავიცვათ საფრთხეებისგან.

“ისეთი ტიპის ინფორმაციები რამაც შეიძლება გარკვეული რისკები შექმნას და ზიანი მიაყენოს განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად მოიხმარენ ინტერნეტს სხვადასხვა ინფორმაციებზე წვდომისათვის, მე ვფიქრობ გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რომ ისინი დავიცვათ ამ საფრთხეებისაგან.საფრთხეებში მე ვგულისხმობ პორნო საიტებზე ამ ინფორმაციის წვდომის სიადვილეს. ინფორმაციები, რომელიც შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს ბავშვებისათვის, ის რა თქმა უნდა უნდა დაიბლოკოს, თუმცა თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ინფორმაციაზე, ასაკის გათვალისწინებით, მათ რა თქმა უნდა შეეძლებათ თუნდაც გარკვეული საფასურის გადახდის შემედგ, ეს ინფორმაცია მათთვის იყოს ხელმისაწვდომი” აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

wyaro; pirveliradio.ge

Comments
Loading...