პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის შემცვლელი ოფიციალურად წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი ოფიციალურად წარადგინა. TSN-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მაქსიმ სტეპანოვი ჩაანაცვლებს, რომელიც მანამდე სახელმწიფო საწარმოს, პოლიგრაფიული კომბინატის ,,უკრაინას” დირექტორი იყო.

“ადამიანს, რომელსაც ორი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოდესის ოლქში ახალი არ არის, აქვს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. მამაკაცი, რომელიც მუშაობს აქ და უცხო ქვეყნებში არ მიდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს “, – დაახასიათა პოროშენკომ ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2015 წლის მაისში დაიკავა. 2016 წლის 7 ნოემბერს ის ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. 10 ნოემბერს პრეზიდენტმა პოროშენკომ მისი გადადგომის თაობაზე შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

 

iperss.ge

Comments
Loading...