Postimees – სერგეი ლავროვის თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავმა, რომელის ბორტზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა, ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თვითმფრინავი ფინეთისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ გამოცემა Postimees ესტონეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

საუბარია ИЛ-96-ზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ავიასაწარმო „რასიას“ ეკუთვნის და ექვემდებარება რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს. გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავმა საჰაერო სივრცე ოთხშაბათს ვაინდლოოს კუნძულთან დაარღვია.

თვითმფრინავი გამორთული გადამცემებით მიფრინავდა და ესტონეთის შესაბამის უწყებას ფრენის გეგმა არ მიაწოდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ეკიპაჟი ესტონელ დისპეტჩერებს არ პასუხობდა.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...