„პრაქტიკულად, არასდროს ვყოფილვარ პირდაპირ ეთერში“ – ამერიკელი ბავშვის ემოციები

ხუთი წლის ნოა რიტერი, რომელიც ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ ვოკს-ბარში ცხოვრობს, სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია.

ის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ატრაქციონზე მიღებული ემოციების შესახებ ისაუბრა.

„პრაქტიკულად, არასდროს ვყოფილვარ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. ხანდახან არ ვუყურებ ტელევიზორს, იმიტომ, რომ ბავშვი ვარ. ხანდახან ვუყურებ, როცა ბაბუა ლოტოს შემდეგ, პულტს მაძლევს. ატრაციონი დიდებული იყო, რადგან ყველას თავბრუ ეხვევა. სუპერ სრიალით დავეშვი და როცა დავეშვი, შემეშინდა სიკვდილის“, – აცხადებს ხუთი წლის ბიჭუნა პირდაპირ ეთერში.

Comments
Loading...