პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს.

პირველი შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

შეხვედრაზე მიწვეული არიან ასევე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“, „ევრაზიის განვითარების ფონდის“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „საზოგადოებრივი დამცველის“, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“, „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლები.

Leave A Reply

Your email address will not be published.