პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს, რომელიც თბილისს, ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად, რამდენიმე საათით სტუმრობდა.

ტონი ბლერი საქართველოს, მთავრობის მეთაურის მოწვევით, დღეს საღამოს ეწვია. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება, შეხვედრის მთავარი თემები იყო.

ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტონი ბლერმა საქართველო დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

Comments
Loading...