პრემიერი და მთავრობის წევრები კახეთში დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრნენ

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და მთავრობის სხვა წევრები, კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების – მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას დაესწრნენ და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.

30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.