პრემიერი: “ყველაფრის მთავარი არქიტექტორი სააკაშვილი იყო”

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინული საიტების მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პოლიტიკაში ნაციონალური მოძრაობის ადგილი აღარ არის.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საშინელი კადრები იმის დამადასტურებელი თუ როგორ ექცეოდნენ საკუთარ ხალხს ეს ავადმყოფი ადამიანები. ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რა ფიქრობს ჩემი ხალხი. თუ ჩვენ არ ვუთხარით არა იმ ძალადობას და ბნელ წარსულს ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი. ის საშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომლითაც კიდევ ერთხელ ვამხილეთ წინა ხელისუფლება. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში. ამ ყველაფრის მთავარი არქიტექტრი იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ სიბინძურის შემოქმედი”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერი მარტვილს ესტუმრა და მარტვილელ ამომრჩეველს შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა.

Leave A Reply

Your email address will not be published.