პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე: ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები იგეგმება და ახალი სახეებიც იქნებიან, თუმცა ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება.

ამის შესახებ მან სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იგეგმება და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ახალი სახეები იქნებიან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

Comments
Loading...