პრემიერის დავალებით გიორგი ამაშუკელი დასავლეთ საქართველოში ვითარების გასაცნობად გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გვიან ღამით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონებში თოვლის გამო შექმნილი პრობლემებისა და მათ აღმოსაფხვრელად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვითარების ადგილზე გასაცნობად, დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

რეგიონში ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

Leave A Reply

Your email address will not be published.