პრემიერმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულიმეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრემიერი დღეს ტყიბულში ოთხივე გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა. მისი თქმით, შექმნილია შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინსპექცია და შესაძლოა, ის გასააქტიურებელიც იყოს.

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და ბუნებრივია, რომ ჩენ ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ტყიბულში ტრაგედია 9 მაისს მოხდა. შახტში ჩავარდა მუშების ჩასაყვანისპეციალური მოწყობილობა, რომელზეც რემონტი მიმდინარეობდა, დაიღუპა ოთხი მეშახტე. ისინი დღეს დაკრძალეს.

Comments
Loading...