პრემიერმა მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემაზე გუბერნატორს დაურეკა

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სიფრაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

როგორც „აიპრესს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთის გუბერნატორს ესაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილმა კი დავალება მიიღო, რომ ამ ოჯახის პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარებულიყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სიფრაშვილებს სახლს მუნიციპალიტეტის გამგეობა შეუძენს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიფრაშვილების 6 შვილიანი ოჯახი სახლს ახალწლამდე მიიღებს.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, სიფრაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ფინანსური დახმარება არაერთხელ გაუწიეს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

“მაყვალა სიფრაშვილი, 6 შვილთან ერთად, დღემდე გაუსაძლის პირობებში, თითქმის ღია ჭერქვეშ ცხოვრობს. შენობას, რომელსაც თავს აფარებენ, კედლები ენგრევა და იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მათ დასახმარებლად სპეციალური კამპანიაც დაიწყო. შეაგროვეს ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები და ბანკში ანგარიში გახსნეს.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის ზარი კახეთის რეგიონის გუბერნატორთან. ირაკლი ქადაგიშვილმა დავალება მიიღო უახლოეს დღეებში მოეგვარებინა მათი პრობლემა. გუბერნატორმა დაგვიდასტურა, რომ პრემიერმინისტრს ამ თემაზე ესაუბრა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. გავარკვიეთ, რომ სიფრაშვილებს სახლს მუნიციპალიტეტის გამგეობა შეუძენს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

თუმცა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამ მხრივ არსებულ გარკვეულ სირთულეებზე საუბრობს.

„უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სიფრაშვილების ოჯახს ჩვენ სახლს შევუძენთ, თუმცა არსებობს რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი. ბავშვების დედის მაყვალა სიფრაშვილის მოთხოვნაა, რომ სახლი შევუძინოთ სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, თუმცა ამ სოფელში გასაყიდი სახლის მოძიება გაგვიჭირდა. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და გარწმუნებთ, ბავშვებს უახლოეს დღეებში საკუთარი სახლი ექნებათ“, – აღნიშნა გამგებელმა.

 წყარო: ipress.ge
Leave A Reply

Your email address will not be published.