პრემიერმა სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოაგდო

ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ სია იმ ადამიანების, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე მთავრობის ადმინისტრაციას მიაწოდეს.

მოვლენები ამის შემდეგ უფრო ცუდად განვითარდა. სხდომაზე დაშვებული ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაგდო.

ღარიბაშვილმა დეპუტატი ლონდარიძე საბოტაჟში დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.

სხდომიდან გამოსული ლონდარიძე პრემიერმინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს, დეპუტატი გიორგი ვაშაძე კი რომელიც სხდომაზე არ შეუშვეს მიმდინარე შეხვედრას “პოტიოპკინის სხდომად” მოიხსენიებს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უკვე დატოვეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.