პრემიერმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა

უსაფრთხოების საკითხებზე პრემიერის მიერ ბრიუსელიდან ხვალისთვის დანიშნულ კრიზისების მართვის საბჭოსა და პრეზიდენტისადმი საპარლამენტო უმცირესობის მოწოდებას, გამართოს უშიშროების საბჭოს სხდომა, კიდევ ერთხელ აფასებენ კანონმდებლები. თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე აუცილებელია მსჯელობა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გლობალური უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს. „როდესაც ლაპარაკია ქვეყნის გლობალურ უსაფრთხოებაზე, როდესაც გლობალური ტერორიზმის საფრთხე გვიდგას, ბუნებრივია ეს ეხება არა იმას, ვინც პირველი წამოხტება და რაღაცას იტყვის, არამედ ვისაც ფუნქციურად უნდა ევალებოდეს,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. მმართველი გუნდის ნაწილი კი იმედოვნებს, რომ უშიშროებისა თუ კრიზისების მართვის საბჭოების სხდომების გამართვა არ იქნება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. „პრინციპულად არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის და პრემიერის ინიციატივები რაღაც ქვეტექსტშიც კი ჩავთვალო, რომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.