პრემიერმინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ევალდას გუსტასმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას; ასევე, ისაუბრეს საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლზე და იმედი გამოთქვეს, რომ ის ხელს შეუწყობს არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. ოფიციალურ სადილს საქართველოსა და ლიტვის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა.

Comments
Loading...