პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მხარეებმა, სხვადასხვა სფეროში, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.
პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა
ipress.ge