პრეზიდენტი არასდროს ყოფილა საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესის ხელმძღვანელი
სრულიად გაუგებარია თუ რატომ გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესზე პარლამენტის გარდა შეიძლება ვინმეს სხვას ჰქონდეს წამყვანი როლი, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხს.
ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს ყოველთვის საკანონმდებლო ორგანო ხელმძღვანელობდა, რადგან ყველა შესაბამისი სამართლებრივი საკითხი პარლამენტში წარიმართება და წყდება.
„საქართველოს ისტორიაში პირველად არ ხდება, როდესაც საკონსტიტუციო კომისია იქმნება. საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესი არასდროს გასულა პარლამენტის ხელმძღვანელობიდან და არასდროს პრეზიდენტი არ ყოფილა ამ პროცესის ხელმძღვანელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
წყარო : ipn.ge