პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვლენოვანეს საკითხებზე, ყოველწლიური მოხსენებით, 3 თებერვალს გამოვა.

როგორც “პირWელს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, 2016 წლის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომელიც თბილისში ჩატარდება.

“საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვლენოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი”, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

Comments
Loading...