პრეზიდენტი პატრიარქზე: ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ბრძენი სულიერი წინამძღოლი ჰყოლოდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

დღეს, პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა.

Comments
Loading...