პრეზიდენტი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.

პრეზიდენტის ბრიფინგი 15:00 საათზეა დანიშნული.

უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. განჩინების მიხედვით, „რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილია ხალვაში, ხოლო 40% კი მის კუთვნილ შპს „პანორამას“ გადაეცა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ყარამანიშვილების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

“უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Comments
Loading...