პრეზიდენტი „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით : მინდა ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2007 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო.

როგორც პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, აქედან გამომდინარე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ის ყველას მოუწოდებს დანაშაულებრივი  გადაწყვეტილებისგან და პროვოკაციებსგან თავი შეიკავონ.

”მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების ფონზე  მოხდა ”იმედის” დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად, იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე  ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე,  მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ.  თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Comments
Loading...