პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება.

არსებული ინფორმაციით, ის  8 მაისს  ბათუმში გამართულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.  როგორც ცნობილია, განხილვა ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 სააათზე გაიმართება.

პრეზიდენტი ასევე დაესწრება 9 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც ზუგდიდში 12:00 საათზე გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებსაც დაესწრება.

Comments
Loading...