პრეზიდენტი სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით ინიციატივებით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს.

სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო ორგანოს წლიური მოხსენების დროს საკუთარი ინიციატივები გააცნო.

“სამწუხაროა, რომ სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან სამართლიანად ისმის საფუძვლიანი კითხვები, კერძოდ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. საამისოდ გთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას: დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა “გამოსაცდელი” ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი; შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება; გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით; მართლმსაჯულების სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადვოკატთა კორპუსს. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე გასაძლიერებელია ადვოკატთა უფლებები. სამართლიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი ორგანოების როლი. ვფიქრობ, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო კვლავინდებურად საჭიროებს სრულყოფას”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

Comments
Loading...