“პრეზიდენტი უნდა შესულიყო იქ, სადაც უნდა შესულიყო“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტი უნდა შესულიყო იქ, სადაც უნდა შესულიყო“. შეგახსენებთ, საკითხი მას შემდეგ გახდა კიდევ ერთხელ აქტუალური, რაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი ავლაბრიზ რეზიდენციაში შესვლისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და პრეზიდენტის ქმედება „ცინიზმის მაღალ დონედ“ შეაფასა.

Comments
Loading...