პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროკურატურას წერილობით მიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემური დანაშაულის შესახებ საქმეებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გაავრცელა.

“საქართველოს მთავარი პროკურორის დღევანდელი განცხადების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე წერილობით მიმემართა პროკურატურისთვის და დეტალურად განმემარტა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმული კითხვების შინაარსი. წერილი უკვე გაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში და იმედია საზოგადოება მიიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით,” – განაცხადა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

კურიერის ინფორმაციით პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროკურატურაში გადაგზავნილი წერილის შინაარს გაასაჯაროებს.

Comments
Loading...