პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.
მათივე ინფორმაციით, დავით პატარაია, რომელიც დღემდე ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
“საქართველოს პრეზიდენტის #04/12/01 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე საქართველოს პრეზიდენტის #04/12/03 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
გიორგი აბაშიშვილი დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მას ასევე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაც უკავია.

Leave A Reply

Your email address will not be published.