პრეზიდენტის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით, დეკემბერში გახდება ცნობილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით ოდესის ოქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი.

“აქედან აითვლება ოთხკვირიანი ვადა იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინოს. დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.