პრეზიდენტის პრესსპიკერი: კულუარულ საუბრებზე განცხადების გაკეთებას არ ვგეგმავთ

გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებებზე კომენტარს არ აკეთებს.

ჟურნალისტებთან მცირედი კომენტარით შემოიფარგლა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი თინათინ მჟავანაძე.

„საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია უკვე ორი წელია. ცნობილია, რომ იგი არ აპირებს კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განცხადების გაკეთებას, მსგავსი რამ მას არც აქამდე გაუკეთებია და არც მომავალში გეგმავს”, – განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მასსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირებაზე ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში გუშინ ისაუბრა. მან განმარტა, რომ მომავალში მარგველაშვილზე კიდევ უფრო მეტს ისაუბრებს.

„ერთ-ერთიკამათის საგანს შევახსენებ მარგველაშვილს. რაც გარეთ არ გამომიტანია ერთ-ერთს გავიხსენებ და კიდევ ბევრს გავიხსენებ და გარეთ გამოვიტან რა ხდება რეალურად და დავხატავ სურათს, ოღონდ ახლა არა, როდესღაც. სანამ ჩვენი მოთხოვნით დავშორდებოდით. მე ვუთხარი, მეტი აღარ დარეკო-თქო და დავემშვიდობე.

იყო ბობოყვათის აგარაკი. მოისურვა ბობოყვათის აგარაკი. მე ვუთხარი როგორ უნდა იკადრო ბობოყვათის აგარაკი? ეს არ იყო მისი კუთვნილება და რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემდა. ეს თემაც ნამდვილად იყო ჩვენი კამათის და უთანხმოების მიზეზი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.