პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება 4-5 იანვარსაც გაიმართება.
“პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე წელს დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო.
პრეზიდენტის სასახლეში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საბავშვო, მუსიკალური წარმოდგენა „საახალწლო ნაძვის ხე“ გამართა, სადაც პატარებს საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებმა, საახალწლო სანახაობა შესთავაზეს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GUARDIAN.GE