პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი პატიმრობაში რჩება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ თათარაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად,

წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, მოსამართლემ პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე ასევე, იმ მტკიცებულებებზე იმსჯელეს, რომლებიც არსებითი განხილვის დროს უნდა განიხილონ.

მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარის დოკუმენტების ნუსხა სრულად დაამტკიცა.

არსებული ინფორმაციით, მიხეილ თათარიშვილის საქმის არსებითი განხილვა 11 მაისს დაიწყება.

Comments
Loading...