პრეზიდენტის სიძემ რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა
ექიმის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მათი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას არ წარმოადგენდა“,- აღნიშნა ექიმმა.
მინდია გოგოჭურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყებას მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.