პრეზიდენტის სიძესთან ერთად, მისი მეგობარიც დაჭრეს

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურთან ერთად, მისი მეგობარიც დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ექიმები არ აკეთებენ.

მინდია გოგოჭური გვიან ღამით, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.