პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ განცხადებას გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში აკეთებს.

როგორც მან განაცხადა, პარტლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა და სურს, რომ საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთოს.

“ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

Comments
Loading...