პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან პარლამენტის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა ეს არ არის ის ცვლილებები, რომელზეც წლებია, ვსაუბრობთ.

“ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და ასე ვთქვათ, თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს. ამასთან, ერთად მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ამ მიმართულებით. ფაქტიურად, მთელი პოლიტიკური სპექტრი – როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. პასუხი ამ თვალსაზრისით არის ნათელი, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რა ვადებია ამ პროექტის განმორციელების თვალსაზრისით.

მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს მოსახლეობის 240 ათასზე მეტი ხელმოწერით დადასტურებული პეტიცია მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. როგორც ხედავთ განსხვავებული პოზიცია არის მმართველო კოალიციაში, რომელიც მა ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს.

მე ვფიქრობ, რომ მთლად არგუმეტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია, კიდევ 4 წლით, ბოლომდე გაუგებარია ჩემთვის. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ თანხმობამდე ამ საკითხზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...