“პრეზიდენტმა თავისი პარალელური სამყარო შეიქმნა” – თამაზ მეჭიაური

მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის თაობაზე განმარტებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაში.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინსტრაციაში საპარლამენტო მდივანმა განცხადება გააკეთა იმ მიმართვებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობის მხრიდან უპასუხოდ რჩება.

მმართველ გუნდში კი თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქვთ კომუნიკაციის თაობაზე პრეტენზიები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კრიზისების მართვის საბჭომ უკვე ჩაატარა სხდომა. თუმცა, დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტსაც შეუძლია მიიღოს კონსულტაციები უშიშროების საბჭოს ფორმატში.

“მან თავისი პარალელური სამყარო შეიქმნა,” – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.