პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად პარლამენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.

მარგველაშვილის განცხადებით, ანა დოლიძე წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.

თავად ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის პატივი, განსაკუთრებით იურისტებისათვის და ის სიამოვნებით იღებს შემოთავაზებას.

“მე დაახლოებით ერთი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში სწორედ იმ გამოწვევით, რომ მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის. დღეს როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში და მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ შემოთავაზებას. იმედი მაქვს, რომ ჩემი დიდი გამოცდილება გამოადგება სასამართლო სისტემას”.

Comments
Loading...